მომხმარებელთა უსაფრთხოება
კომპანიისათვის თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უკეთ დაცვისათვის, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პირობებს, რათა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ხდება მომხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება.

1. რა  სახის ინფორმაციას  მოძიება ხორციელდება
უსაფრთხოების პირობები  ვრცელდება კომპანიის მიერ მომხმარებლებზე შეგროვებულ ყველა სახის ინფორმაციაზე. ასეთი ინფორმაცია იკრიბება მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება და/ან ავსებს კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განაცხადის ფორმებს. კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიძლება იყოს მომხმარებლის სახელი/გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ყველა სახის ინფორმაცია პერსონალურია და დაკავშირებულია კომპანიის მიერ გასაწევ მომსახურებასთან. კომპანიამ  შესაძლოა, ასევე, მომსახურების გაწევის მიზნით  მომხმარებლის შესახებ  მესამე პირისაგან (პირი რომელიც არ არის ხელშეკრულების მხარე)  მოიძიოს  დამატებითი  ინფორმაცია.

2. რა  მიზნით  შეიძლება  იქნეს გამოყენებული  კომპანიის  მიერ მომხმარებლის შესახებ მოძიებული ინფორმაცია
კომპანია მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იყენებს იმისათვის, რომ მომხმარებელს გაუწიოს სასურველი მომსახურება. ამ ინფორმაციას არ უზიარებს მესამე პირებს. ასეთი ინფორმაციის გაცემა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების საფუძველზე ან სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ დასაბუთებული განცხადებით  მოთხოვნის შემთხვევაში.
კომპანია იყენებს მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართს, რათა დაამყაროს მომხმარებელთან უკუკავშირი, მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გასაწევ  მომსახურებასთან დაკავშირებით, სიახლეების მოსაწოდებლად. კომპანია მსგავს მისამართებს არ იყენებს  რაიმე  სხვა დანიშნულებით ან მესამე პირისათვის მისაწოდებლად.
მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კომპანიას ეხმარება მომსახურების ეფექტურად განხორციელებაში.
გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია არასდროს გამოიყენებს მომხმარებლის მიერ ელ. ფოსტით, ონლაინ ფორმის შევსების შედეგად, ტელეფონით, ფაქსით, პირადი შეხვედრით თუ სხვა გზით მოწოდებულ ინფორმაციას   ერთობლივი საქმიანობის  ფარგლებს  გარეთ.

3. კომპანიის ვალდებულებები  მონაცემთა  უსაფრთხოებაზე
იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არაავტორიზებული შესვლა სისტემაში, შენარჩუნებული იყოს მონაცემთა სიზუსტე, უზრუნველყოფილი იქნას მონაცმთა სწორი გამოყენება, კომპანიის მიერ მიღებულია უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა.
საკრედიტო ბარათით განხორციელებული  ყველა ონლაინ ტრანზაქცია ხორციელდება უსაფრთხო სერვერის გამოყენებითა და ტექნოლოგიების უახლოეს სტანდარტებზე დაყრდნობით. საკრედიტო ბარათების ყველა მონაცემები ოპერაციის დასრულების შემდეგ ავტომატურად ამოიშლება.

4. მესამე  პირების  ვებგვერდები
კომპანიის ვებგვერდზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მესამე პირის ვებგვერდები, რომლებიც მომხმარებელს გადაამისამართებს სხვა საიტებზე. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მსგავს ბმულებთან დაკავშირებით, კომპანია არ ფლობს ინფორმაციას, არ აკეთებს მათ შეთავაზებას  მომხმარებლისათვის და არ აგებს პასუხს ასეთი ბმულების საიმედოობაზე; თუ მომხმარებელი გამოიყენებს მსგავს ბმულებს, მათი გამოყენებიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.
კომპანია მომხმარებელს ურჩევს ნებისმიერი საიტით  სარგებლობამდე წინასწარ გაეცნოს მათი გამოყენების პირობებს.

5. მომხმარებლის  მიერ  ინფორმაციაში  კორექტირების  შეტანა
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილება მის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულ პერსონალურ ინფორმაციაში. მაგრამ იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად მომხმარებელი ცვლის ამ ინფორმაციას შესაძლოა კომპანიის მიერ განთავსებული იყოს უსაფრთხოების ერთ ან რამდენიმე საფეხურიანი  სისტემა მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.
დამატებითი
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის ან უსაფრთხოების დამატებითი პირობების შემოთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას.
მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და ეთანხმება მას.